სხვა

2:50 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ სასიამოვნოდ გაგვაოცა

17 აგვისტოს, „ნანძინი 2014"-ის პირველ საშეჯიბრო დღეს, ჩვენთვის საინტერესო მხოლოდ მოფარიკავე ნიკოლოზ შენგელიას ასპარეზობა იყო.

იგი მხოლოდ 15 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე მცირეწლოვანია „ნანძინი 2014"-ზე მონაწილე სპორტსმენთაგან, ხოლო უშუალოდ ფარიკაობაში გამომსვლელებში ყველაზე პატარაა.

ის, რომ ნიკა ამ ფორუმზე მოხვდა, უკვე დიდ მიღწევად ჩაითვალა და ნანძინში მისგან უცილობლად მედალს არავინ მოითხოვდა.

ჩვენებურმა ჯგუფში სამი შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო ამერიკელ, არგენტინელ, და ბერძენ მუშკეტერებს, 1/8 ფინალშიც იყოჩაღა კაროლ მეტრიკასთან (აშშ) და საუკეთესო რვაში გააღწია, სადაც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონთან, რუს ივან ილინთან დაყარა ფარ-ხმალი.

უნდა აღინიშნოს, რომ შენგელიასგან ძლეული ელადელი და ამერიკელი მოფარიკავეები, მსოფლიო ჩემპიონატის II და III პრიზიორები არიან.

„ნიკამ სასიამოვნოდ გაგვაოცა. მართალია, იგი საპრიზო ადგილებს ვერ შესწვდა, მაგრამ ამისთვის ვერ დავძრახავთ, რადგან მას აქ მედალს მედალს არავინ უგეგმავდა. იგი უდავოდ ნიჭიერი სპორტსმენია და დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებს. ზოგადად გუნდში განწყობა მშვენიერია და მედლებსაც ველით.

რაც შეეხება თამაშების საორგანიზაციო მხარეს, ის ცალკე გაოცებას იწვევს. ჩინელებს, რომ დიდი სპორტული ფორუმების მასპინძლობა არ ეშლებათ, ამაში 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზეც დავრწმუნდი, მაგრამ აქ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიანაც რომ გინდოდეს, ჯერჯერობით წუნს ვერ მოუძებნი. ჩინებული ოლიმპიური სოფელი, უმაღლესი დონის სპორტული არენები, კარგი კვება, წამებში გათვლილი ტრანსპორტირება და ა.შ. მოკლედ, თავი დიდ ოლიმპიურ თამაშებზე გეგონებათ” - გვითხრა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100053