ფეხბურთი

12:25 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაქირისთვის გრანდები იბრძვიან

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ შერდან შაქირის გადაბირება ერთბაშად რამდენიმე ძლიერ ევროპულ კლუბს სურს. Mirror-ის ცნობით, 22 წლის შვეიცარიელის ხილვით “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.

“შაქირი 22 წლისაა და ამ ასაკში, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სამწუხაროდ, მას მიუნხენში სათამაშო დროის დეფიციტი აქვს. ახლა სეზონის დასრულებას ველით. ზაფხულში, “ბაიერნი” შაქირის ტრანსფერის თაობაზე წინადადებებს “ინტერის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელთაგან მიიღებს”, - განაცხადა ნახევარმცველის ძმამ ერდინ შაქირიმ.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, შაქირიმ “ბაიერნის” შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115128