სხვა

14:48 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი ბუბკას ვიზიტი საქართველოში

საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლეგენდარული უკრაინელი სპორტსმენი, მძლეოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – სერგეი ბუბკა.

ბუბკას საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – თბილისი 2015-ის ხელმძღვანელ ალექსი ახვლედიანთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში შეხვდა.

მხარეებმა თბილისში 2014 წელს დაგეგმილ მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატის, ასევე 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე და საქართველოში მძლეოსნობის სამომავლო განვითარების თემებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფაზრგლებში სერგეი ბუბკა სტუმრობდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. ლეგენდარულმა სპორტსმენმა ასევე დაათვალიერა თბილისი 2015-ისთვის მშენებარე ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ასევე ამერიკის საელჩოს მიმდიბარე ტერიტორიაზე მშენებარე სპორტული ინფრასტრუქტურა და დიდუბეში მდებარე მძლეოსნობის სასახლე.

აღსანიშნავია, რომ  ბუბკას ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი – პატრიკ ჰიკი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე – გვიდო დე ბონდი სტუმრობენ.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.111467