სხვა

13:35 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა ჭრიკიშვილი გამოარჩია

სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მიმდინარე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე 2013 წლის გამორჩეული სპორტსმენები დააჯილდოვეს.

სეოკ-ის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა.

ნომინაციაში ოლიმპიური იმედი, ჯილდოები ძიუდოისტ მარიამ ჯანაშვილს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს გადაეცათ. ჯანაშვილი 2013 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს პირველობაზე ფინალში იჭიდავა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილი კი ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 

 

Loading...
0.170077