ფეხბურთი

23:16 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სასუოლომ” დი ფრანჩესკო დაითხოვა

იტალიურმა “სასუოლომ”, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან თანაშმროლობა გაწყვიტა. ამ ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“სასუოლოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “სასუოლოს” სურს დიდი მადლობა გადაუხადოს დი ფრანჩესკოს, რომელმაც ბოლო 19 თვის განმავლობაში გუნდის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. ის კლუბის ისტორიის ნაწილად სამუდამოდ დარჩება. დი ფრანჩესკომ გუნდი დიდ წარმატებამდე მიიყვანა.”

ეუსებიო დი ფრანჩესკო “სასუოლოს” 2012 წლიდან წვრთნიდა. პირველივე სეზონში მან გუნდს სერია B მოაგებინა. მიმდინარე სეზონში, სერია A-ს 21 ტურში მოპოვებული 17 ქულით, “სასუოლო” მე-18 ადგილზეა.

0.105293