ფეხბურთი

18:58 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სასუოლო” მალეზანის ჩააბარეს

“სასუოლოს” მთავარ მწვრთნელად 59 წლის იტალიელი სპეციალისტი ალბერტო მალეზანი იმუშავებს. ის ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეცვლის, რომელიც ემილია-რომანიელებმა 28 იანვარს დაითხოვეს.

“სასუოლოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მალეზანი მუშაობას უკვე შეუდგა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმა მან.

ალბერტო მალეზანის დაახლოებით 20-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მას 12 კლუბში უმუშავია. 2013 წლის თებერვალში ის “პალერმოს” მხოლოდ 3 მატჩში თავკაცობდა. მალეზანი მას შემდეგ უმუშევარი იყო. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11162