ფეხბურთი

15:30 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ნახევარფინალში წყვილები გაირკვა

 

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალში, ქობულეთის “შუქურა” საჩხერის “ჩიხურას” შეხვდება, ხოლო თბილისის “დინამო” გორის “დილას”.

28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ კენჭისყრაზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“შუქურა” (ქობულეთი) – “ჩიხურა” (საჩხერე)

“დინამო” (თბილისი) – “დილა” გორი

პირველი მატჩები 8 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 23 აპრილს გაიმართება.

Loading...
0.2687