ფეხბურთი

16:13 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის 1/8-ფინალის წყვილები ცნობილია

19 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“ტორპედო” (ქუთაისი) – “სპარტაკი” (ცხინვალი)

“ლოკომოტივი” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე)

“შუქურა” (ქობულეთი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)

“კოლხეთი” (ხობი) – “დინამო” (თბილისი)

“მეტალურგი” (რუსთავი) – “კოლხეთი” (ფოთი)

“სიონი” (ბოლნისი) – “ზესტაფონი”

“დილა” (გორი) – “დინამო” (ბათუმი)

“გურია” (ლანჩხუთი) – “მერანი” (მარტვილი)

1/8-ფინალის პირველი მატჩები 25-26 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო -ოქტომბრის ბოლოს. ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. საპასუხო თამაშების ჩატარების დრომ ასე იმიტომ გადაიწია, რომ 15 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ციკლში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთთან ითამაშებს. 10 ოქტომბერს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 14-ში – შოტლანდიას.



Loading...
0.4666