ფეხბურთი

13:14 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაია “მეტალურგში” დაინიშნა

გელა სანაიამ რუსთავის “მეტალურგი” ოფიციალურად ჩაიბარა.

საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 34 წლის სპეციალისტმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რუსთავულ კლუბში მას ასისტენტობას გია ჯმუხაძე გაუწევს. აქამდე, სანაიას, რომელსაც Pro ლიცენზია აქვს, უმაღლეს ლიგაში თბილისის “ლოკომოტივი” და “სამტრედია” გაუწვრთნია.

შეგახსენებთ, რომ სანაიამ “მეტალურგის” თავკაცის პოსტზე გიორგი ყიფიანი შეცვალა.


თეგებისანაია
Loading...
0.11167