ფეხბურთი

17:59 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორია" – "ინტერი" წვიმამ გადადო

იტალიაში უამინდობაა და ამის გამო, შესაძლოა, სერია A-ს 29–ე ტურის რამდენიმე მატჩი გადაიდოს. Football Italia-ს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ძლიერი წვიმის გამო, „სამპდორიასა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს არ შედგება.

გენუაში ძლიერი წვიმაა და მოედანი დატბორილია, რის გამოც თამაში შეუძლებელია. ქალაქში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და სპეციალური სამსახურები მუშაობენ იმისთვის, რომ ქუჩებიც არ დაიტბოროს.

არაა გამორიცხული, გადაიდოს „ტორინოსა“ და რომის „ლაციოს“ მატჩიც. იტალიური ფეხბურთის მესვეურები სწორედ ახლა განიხილავენ ტურინში გასამართი მატჩის ბედს. საღამოს, სინოპტიკოსები ტურინში დიდთოვლობას ელიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109835