ფეხბურთი

18:24 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერიდან” წასვლას გეგმავს

 

სლოვენიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი მილანის “ინტერის” დატოვებას აპირებს. ამის შესახებ La Repubblica იუწყება.

29 წლის გოლკიპერს სურს იმ გუნდში გადავიდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. მისი შეძენა “მანჩესტერ სიტის”, პსჟ-ს და “მონაკოს” სურთ. მილანელები ჰანდანოვიჩს შეელევიან, მხოლოდ სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში ჰანდანოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაუშვა, ხოლო 16 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112563