კალათბურთი

0:57 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ევროთასის წილისყრა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში რანგით მე-2 საკალათბურთო ტურნირის – ევროთასის 2014-15 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, რომელშიც მონაწილეობა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა 36 კლუბმა მიიღო.

პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩები 15 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 17 დეკემბრამდე გასტანს, ექვსგუნდიანი ჯგუფების პირველი ოთხეულები კი მომდევნო ეტაპზე გავლენ.

 

კონფერენცია 1

A ჯგუფი: ბამბერგი (გერმანია), სარაგოსა (ესპანეთი), რეჯო ემილია (იტალია), სტრასბურგი (საფრანგეთი), პარი ლევალუა (საფრანგეთი), ტელეკომი (გერმანია).

B ჯგუფი: კანტუ (იტალია), გრან კანარია (ესპანეთი), ოსტენდე (ბელგია), ვილერბანი (საფრანგეთი), დიჟონი (საფრანგეთი), არტლანდი (გერმანია).

C ჯგუფი: ნიმბურკი (ჩეხეთი), სევილია (ესპანეთი), ვირტუსი (რომა), შარლერუა (ბელგია), ნანსი (საფრანგეთი), ოლდენბურგი (გერმანია).

 

კონფერენცია 2

D ჯგუფი:Oხიმკი (რუსეთი), ბეშიქთაში (თურქეთი), ზენიტი (რუსეთი), ვეფ (ლატვია), ოლიმპია (სლოვენია), შოლნოკი (უნგრეთი).

E ჯგუფი: ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა), ბანვითი (თურქეთი), კრასნი ოკტიაბრი (რუსეთი), პარტიზანი (სერბეთი), ჰაპოელ იერუსალიმი (ისრაელი), პლოეშტი (რუმინეთი).

F ჯგუფი: ლოკომოტივ ყუბანი (რუსეთი), ქარშიაქა (თურქეთი), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ვენტსპილსი (ლატვია), ჟიელენა გურა (პოლონეთი), პაოკ (საბერძნეთი).

თეგებიევროთასი
0.152663