ფეხბურთი

18:36 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო სამყაროს ანდრეი გუსინი გამოაკლდა

დღეს, უკრაინის ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი გუსინი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიზეზი, თავად ფეხბურთელის გაუფრთხილებლობა გახლდათ: გუსინი მოტოციკლეტით ავტოდრომზე მაღალი სიჩქარით მიდიოდა, უცბად კონტროლი დაკარგა და მიწაზე სასიკვდილოდ დაეცა.

ანდრეი გუსინმა საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი კიევის "დინამოში" გაატარა, სადაც კახა კალაძის თანაგუნდელი გახლდათ. გუსინმა კალაძის გამოსათხოვარ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურით გუსინმა 72 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლიც გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

Loading...
0.173485