ფეხბურთი

23:40 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბურთალომ მძლავრად დაიწყო

"საბურთალომ" ახალი სეზონი მძლავრად დაიწყო - დღეს  გუნდმა ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა 4:1. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა უკვე პირველ ტაიმშივე გააკეთეს გამარჯვებისთვის სერიოზული განაცხადი. მეორე ნახევარში კი გუნდს წარმატებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. 

"სპარტაკთან" სათასო გამარჯვების შემდეგ,  ბიჭები უფრო შემართებითა და დამატებითი მოტივაციით გამოვიდნენ, გუნდი საბრძოლო განწყობაზე იყო, რაც იმ გაწეული სამუშაოს შედეგია, რომელიც ამ ხნის გამავლობაში სამწვრთნელო შტაბმა გასწია. 
დღევანდელი "თერთმეტეული" ფაქტობრივად იგივე იყო, რაც "სპარტაკთან" შეხვედრაში. ერთადერთი განსხვავება წინა მატჩისგან ის იყო, რომ გამოცდილმა მენთეშაშვილმადაიწყო თავიდანვე შეხვედრა. კარს ქურდაძე იცავდა, დაცვაში ტაბიძე-მარგველაშვილი-ჩაბრაძისა დაიაშვილის ოთხეული იყო განლაგებული, ნახევარდაცვის ხაზს მენთეშაშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი დადიოპი ამაგრებდნენ, მეტოქის კარს კი ხორხელისა და გოშთელიანის დუეტი უტევდა.
"საბურთალო" დებიუტშივე დაწინაურდა - გოშთელიანმა წლევანდელ სეზონში პირველი გოლი მეორე წუთზე გაიტანა და დააწინაურა თავისიანები. გატანილი გოლით ჩვენმა გუნდმა პირველ რიგში ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. მალე ბიძინაშვილს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ახლო მანძილიდან ძელს მოარტყა. ჩვენმა ბიჭებმა ორამდე ანგარიში მაინც გაზარდეს - ხორხელმა, რომელმაც გატანილი გოლით თავი "სპარტაკთანაც" გამოიჩინა, საჯარიმოს გარედან ისეთი დაარტყა, თქვენი მოწონებული. ბურთი მეორედ აფართხალდა "მაჭახელას" კარის ბადეში. იშტაზე მოსული საბურთალოელები იერიშებს აგრძელებდნენ, სტადიონზე მოსული 350-მდე გულშემატკივარი კი ჩვენი გუნდის თამაშით სიამოვნებას იღებდა. მალე, როგორც ქომაგებმა, ასევე ფეხბურთელებმაც გაიხარეს - 37-ე წუთისთვის ანგარიში სოლიდური გახდა. ხარაიშვილმა ბიძინაშვილისგან გამოზომილი გადაცემა შეირგო, გუნდის კაპიტანმაც ყველაფერი ოსტატურად გააკეთა და 3:0. ტაიმის დასრულებამდე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს, გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი ბუხაიძემგაიტანა.
მეორე ნახევარი პირველისგან განსხვავებული იყო, ტემპი შედარებით დაბალი იყო, თუმცა ორი გატანილი გოლი მაინც ვიხელეთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაქტობრივად ყველა ცვლილება გამოიყენა და ბევრ ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. მეორე ნახევრის დებიუტში სამ ბურთიანი ჰანდიკაპი აღდგა - თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა, გოლად მენთეშაშვილმა აქცია. ამის შემდეგ თამაში უფრო გამხიარულდა და ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა ხან გოლკიპერები ყოჩაღობდნენ, ერთი ორჯერ კი ფეხბურთელებს მიზანმა უმტყუნათ. 
საბოლოოდ, "საბურთალომ" წლევანდელ სეზონში პირველი და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვება, რომელიც ყოველთვის სასიხარულოა. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები, რომლებსაც ნამდვილად დიდი მომავალი აქვთ, წინ კიდევ ბევრ გამარჯვებებსა და სანახაობრივ მატჩებს გვაჩუქებენ.

25 აგვისტო. "ბენდელა". 350 გულშემატკივარი

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მენთეშაშვილი (ბლიაძე 60), ბიძინაშვილი (ალთუნაშვილი 57), ხარაიშვილი (რუხაძე (74), ხორხელი (ბარამიძე (77), დიოპი, გოშთელიანი (რეხვიაშვილი 55).
მაჭახელა: ხარშილაძე, რამიშვილი, ანანიძე (სირაბიძე 46), ხაჭაპურიძე, ხოხონიშვილი, ფალავანდიშვილი, ჟვანია, ლორია (ქურდაძე 57), მუმლაძე, დემურაძე, ბუხაიძე.
გოლები: 1:0 გოშთელიანი (2), 2:0 ხორხელი (21), 3:0 ხარაიშვილი (37), 3:1 ბუხაიძე (42), 4:1 მენთეშაშვილი (50, პენ).

მთავარი არბიტრი: ზვ. ასკაროღლი 

http://fcsaburtalo.ge 

0.11699