ფეხბურთი

3:30 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ბათუმში 7:0 მოიგო

წარმატებულ სვლას განაგრძობს "საბურთალო" – გია ჭიაბრიშვილის გუნდი ბათუმში "ადელს" დაუპირისპირდა და მეტოქეს შავი დღე აყარა - 7:0. პირველი ნახევარი საბურთალოელებმა ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა მიღწეულს არ დაკმაყოფილდნენ და მეორე ტაიმში კიდევ ხუთჯერ გაიტანეს.

მიუხედავად ზღვისპირეთში ცუდი ამინდისა, ახალგაზრდა საბურთალოელებს ლამაზი თამაშის ჩვენებაში ბუნებას ხელი არ შეუშლია. მე-12 წუთზე სტუმრებმა რამდენიმე შეხებიანი კომბინაცია გაითამაშეს, ზუსტი დარტყმით კი ხარაიშვილმა დააგვირგვინა. მეორე გოლი ტაიმის მიწურულს გოშთელიანმა შეაგდო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა..

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ იმავ გოშთელიანმა დუბლი გაიფორმა. მალე უკვე სენეგალელი მუჰამედ დიოპის ჯერი დადგა, რომელმაც სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლების კარი მეხუთედ მცველმა ჯიმი ტაბიძემ აიღო. მომდევნო სიხარული კი გუნდს ბიძინაშვილმა მოჰგვარა, როდესაც ანგარიში 6:0 გახადა. საბოლოო შედეგიც სწორედ ამ უკანასკნელმა დააფიქსირა - ირაკლიმ 87-ე წუთზე შეხვედრის უკანასკნელი ბურთი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ კალენდრის მიხედვით აღნიშნული მატჩი ხვალ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საბურთალოელთა ფეხბურთელები 19-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, შეხვედრა შაბათს გაიმართა.

30 აგვისტო. "ადელი". 200 მაყურებელი

ადელი - საბურთალო 0:7 (0:2)

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მენთეშაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, ხორხელი, დიოპი.

ცვლილებაზე შევიდნენ: ალთუნაშვილი, ბლიაძე, გვარაძე, ბარამიძე, რუხაძე.

გოლები: 0:1 ხარაიშვილი (12), 0:2 გოშთელიანი (42), 0:3 გოშთელიანი (49), 0:4 დიოპი (54), 0:5 ტაბიძე (58), 0:6 ბიძინაშვილი (79), 0:7 ბიძინაშვილი (87).

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

http://fcsaburtalo.ge

 

0.111778