ფეხბურთი

17:57 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ფერგიუსონს: “მადლობა ყველაფრისთვის, ბოს”

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მისი ყოფილი დამრიგებლის, სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლას Twitter-ის საშუალებით ეხმაურება და შოტლანდიელს ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა ყველაფრისთვის, ბოს.” – წერს რონალდუ Twitter-ზე და თან ფერგიუსონთან ერთად გადაღებულ სურათსაც ურთავს.

კრიშტიანუ რონალდუ და ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერში” ერთად 6 სეზონის განმავლობაში, 2003-2009 წლებში მუშაობდნენ. ამ დროის განმავლობაში, მათ 9 ტიტული მოიგეს. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 292 თამაშში რონალდუმ 118 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112199