ფეხბურთი

20:57 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო კარიერის პსჟ-ში დასრულებაზე ოცნებობს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო გამოტყდა, რომ მას თავის ყოფილ კლუბში, პსჟ-ში კარიერის დარსულების პერსპექტივა ხიბლავს.

“პსჟ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ამჟამად მომავალზე არ ვფიქრობ, მაგრამ კარიერის პსჟ-ში დასრულებაზე ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა და გამონაკლისი არც მე ვარ.

პარიზში ჩემი თანამემამულე ლუკას მოურა თამაშობს. გპირდებით, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მას მთელი მსოფლიო ტაშს დაუკრავს.” – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ საყოველთაო ყურადღება სწორედ “პარი სენ ჟერმენში” თამაშის დროს მიიპყრო. 2001-03 წლებში, საფრანგეთში თამაშის დროს, ბრაზილიელმა 86 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106475