ფეხბურთი

15:46 | 9.12.2010 | ნანახია 10097 - ჯერ

რომან ფიფია: “დინამო” უნდა დაბრუნდეს!”

უკვე გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს – თბილისის “დინამოს” ახალი მეპატრონე ეყოლება და მისი სახელ-გვარი რომან ფიფიაა. 44 წლის ბიზნესმენი გახლავთ და საქმიანობას წლების განმავლობაში რუსეთში ეწეოდა, ბიზნესი აქვს საფრანგეთში და საქართველოშიც. ფიფიამ “დინამოს” შეძენა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა და მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებს კლუბში.
9 დეკემბერს შუადღეს, ფიფია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეხვდა სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და “დინამოს” მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს. საუბარი, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა შედგა, მაგრამ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ტელევიზიებისთვის კომენტარები გაკეთდა.
რომან ფიფია: “კლუბის ყიდვასთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და დარჩა დეტალები. ჩემი მიზანი ის იქნება, რომ "დინამომ” თავისი ადგილი დაიკავოს არა მარტო საქართველოს ჩემპიონატში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. იმედით მოვდივართ”.
როგორც გაირკვა, ფიფია ერთ კვირაში ან ათ დღეში ვრცლად ილაპარაკებს “დინამოს” გეგმებზე, კლუბში დასაბანდებელ თანხის რაოდენობაზე, სატრანსფერო ამბებზე და ასე შემდეგ. ფიფია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს (“დინამოს” ჯერ კიდევ მოქმედი მფლობელები) ძირითად საკითხებზე შეუთანხმდა, გასარკვევი მცირე დეტალებიღა დარჩა და უახლოეს ერთ კვირაში ოფიციალურად გადაიფორმებს კლუბს – მანამდე კი ლონდონში უნდა შეხვდეს პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს.
ზვიად სიჭინავა: “რომან ფიფია წარმატებული ბიზნესმენია და ფეხბურთშიც ბევრი გაუკეთებია. სარატოვის “სოკოლის” მეპატრონე გახლდათ და იმ პერიოდში გუნდი რუსეთის მეორე ლიგიდან უმაღლესში გადავიდა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მაგრამ “დინამო” არაა “სოკოლი”, “ზენიტი” ან ცსკა, ეს საქართველოს უტიტულოვანესი კლუბია და იმედია, ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგაში წარმატებულად ითამაშებს”.
და კიდევ, უპრიანი იქნებოდა, ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული ამ შეხვედრის შესახებ არა მარტო ტელევიზიებისთვის, ბეჭდვითი პრესის წარმომადგენლებისთვისაც ეცნობებინათ. არა გვგონია, რამე დაშავებულიყო – ტელეკამერასთან თუ ისაუბრებდნენ, ვითომ, დიქტოფონთან ან ბლოკნოტთან პრობლემა შეექმნებოდათ?

 

ილია ნანობაშვილი

Loading...

კომენტარები (166)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:41 | 12.12.2010
lasha_1899 (439)

მაგარი კაცია სგ

18:15 | 10.12.2010
zastaveli (80)

44მილიონს არავინ ჩადებს ქართულ ფეხბურთში ზღაპარია მაგ თანხას ვერასდროს ვერ ამოიღებს აქ...

10:32 | 10.12.2010
echviani (1657)

რომან პიპიამ რომ იყიდა ეგ კი ვიცი, მაგრამ 44 მილიონზე არაფერი ინფორმაცია არ წამიკითხავს და არც ტელეში ყოფილა გუშინ.

10:23 | 10.12.2010
dinamotbilisi$ (2441)

echviani რა და შახტარი ხო იცი ? არსენალი ლამის ჯგუფში რო ჩატოვა აი ეგეთი დონის გუნდი ვიქნებით მინიმუმ

09:56 | 10.12.2010
koba_72 (2270)

echviani რაზე და დინამო იყიდა რომან ფიფიამ, საფრანგეთში ცხოვრობს, და დინამოსი უნდა განახორციელოს 44 მილიონის ინვესტიცია, მარტივად რომ ვთქვა დინამოს წლიური ბიუჯეტი იქნება 44 მილიონი, წარმოიდგინე რამხელა თანხაა ჩვენი გუნდისთვის,.

09:49 | 10.12.2010
echviani (1657)

koba_72 რა 44 მილიონზეა ლაპარაკი აზრზე არ ვარ შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნას?

09:06 | 10.12.2010
koba_72 (2270)

ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ძაან გახარებული ვარ, 44 მილიონი, წარმოიდგინეთ დინამო რა გუნდი გახდება, დიდი მადლობა რომან, წინ დინამო!!!

08:40 | 10.12.2010
reddevil (180)

რომან შენ თუ დინამოს დააბრუნებ მსოფლიო არენაზე , ხალხი ილოცებს შენზე , შენ ოღონდ გააკეთე ეს და მთელი საფეხბურთო საქართველოსთვის გმირი იქნები . წარმატებები და მხოლოდ წარმატებები მომავალში ამ ადამიანს და დინამო თბილის , პ.ს ქუთაისის ტორპედოს ქომაგი.

08:31 | 10.12.2010
v100ko (637)

джони ღმერთმა ქნას რომ მართალი იყო, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ბადრიმ რო დინამო იყიდა რა იმედები გვქონდა, მაგრამ რა მივიღეთ? 3:0-ის მერე გამოვარდნები და ტოტალიზატორზე თამაშები, თუ შენი ახლობელია რომა ხმა მიაწვდინე მსგავსი რამე თავში არ გაივლოს, თორემ აღარავინ აპატიებს

02:52 | 10.12.2010
saqartvelo_menatrebi (1091)

ამინ!!!!!!!!

02:35 | 10.12.2010
джони (693)

ძმებო მე რომას პირადად ვიცნობ და ვიცი ამ ადამიანს მართლა უყვარს ფეხბურთი და ქართული ფეხბურთი მითუმეტეს !!!!! სარატოვში კარგი გუნდი ყავდა , და ეს რომას დამსახურებაა. ამ კაცს მართლა უნდა რომ დინამო მაღალ დონეზე იყოს , მარტო ჩემპიონობით იგი არ დაკმოყოფილდება რადგან მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანია. ასეთი ბევრი ადამინები თუ მოვა ქართულ ფეხბურთში მაშინ ჩვენ გვეშველება. ვაშა დინამოს!!!!

02:34 | 10.12.2010
vasilich (1440)

ნეტა, სასისკი დინამოს გამოშვებასაც აპირებენ?

02:06 | 10.12.2010
Shevche (14293)

წელს ზესტაფონი იმსახურებს ნაღდად ჩემპიონობას და მომავალი წლიდან დინამო დაამყარებს მონოპოლიას

00:47 | 10.12.2010
1981 (855)

მემგონი დინამოს გულშემატკივრებს ეკუთნის გაიგონ ან ვინმემ აუხსნას რა პერსპეკტივა აქვს დინამოს ან რას უპირებენ.

00:15 | 10.12.2010
hereli (671)

საინტერესოა ესეიგი ბოლო წლებში ამოუღიათ პროგრამიდან მეგობარმა მითხრა არ მისწავლიაო. მადლობა ინფორმაციისათვის. ვიცი მსმენია უფრო სწორედ წაკითხული მაქვს საინგილოს ისტორის ნარკვევებში ეგ პერიოდი კარგად არის აღწერილი საბოლოოდ მაინც ჰერეთის ბედი ვაჭრობის შედეგად გადაწყდა

00:07 | 10.12.2010
alejandro (44436)

კი ჰერელი,ჩემ დროს ისწავლებოდა,მაგრამ ძალიან შემოკლებულად,მხოლოდ ზოგადად.სამი წერტილი რომ დავსვი მაშინ გავაგრძელებ,როდეცაც რუსეთის შემადგენლობაში შევედით არც თბილისის გუბერნიის საზღვრებში შედიოდა საინგილო,მას ერქვა ზაქათალის ოკრუგი.მართალია თბილისის გუბერნიას მასზე რაღაც გავლენა ჰქონდა,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა.დამოუკიდებლობის პერიოდში კი უკვე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდიოდა აზერების მენშევიკურ მთავრობასთან და თანახმანიც იყვნენ საქართველოსთვის გადმოეცათ და კონსულტაციებიც მიმდინარეობდა ამ საკითხზე.მერე მალევე დაემხო მათი მთავრობა ბოლშევიკები მოვიდნენ სათავეში,რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს გადმოცემაზე.როცა აქაც ბოლშევიკები მოვიდნენ ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახლდა და აზერებმაც ვაჭრობა დაიწყეს.კერძოდ იცი რა მოითხოვეს სანაცვლოდ?არც მეტი არც ნაკლები ქვემო ქართლი!!!ქართველი კომუნისტები დაფიქრდნენ და ამის შემდეგ უთხრეს რომ სტაუს-ქვო აღარ შეეცვალათ,ანუ საქ სსრ-ს მთავრობას აზრ სსრ-ს მთავრობასთან ტერიტორიულ საკითხებზე აღარანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა!მაშინ ომი უნდა დაგვეწყო,ეს კი თითქმის წარმოუდგენელი იყო!!!

23:52 | 09.12.2010
hereli (671)

alexandro

23:49 | 09.12.2010
hereli (671)

alexandro

23:46 | 09.12.2010
alvaneli (442)

vakhtang კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კავშირი არის ფიფია, რომელმაც "ჰაიატის" მშენებლობა ჩააგდო, ამ პროექტისათვის ბანკის მიერ გამოყოფილი ფულით იყიდა ვილა ნიცაში (ანუ თანხა გახარჯა არამიზნობრივად). "დინამოს" შემთხვევაში კი არის გულშემატკივრების დიდი სურვილი, რომ კლუბი ააღორძინოს და არ მოექცეს "ჰაიატივით"!!!

23:42 | 09.12.2010
tornike16 (1787)

ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს მხოლოდ საქართველო დარჩება მებრძოლი მსოფლიოს წინაშე DD ცოტა გადავაკეთე

23:23 | 09.12.2010
alejandro (44436)

ვახ რა საიტერესოდ განვითარდა ფორუმი,ცუდია რომ ვერ მოგისწარით ბიჭებოD:მე ამ ისტორიულ ქართულ მიწაზე სამჯერ ვარ ნამყოფი და მინდა გითხრათ რომ ულამაზესია!სამწუხაროდ ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ შაჰ აბასის დროს დავკარგეთ, როცა ამ ურჯულომ კახელებს აჯანყების მოწყობა და მისი ოკუპანტი ჯარის განდევნა არ გვაპატია კახეთის საზგვრებიდან.მას შემდეგ მეფე ერეკლე მეორემ არაერთგზის ილაშქრა საინგილოში,რათა ეს ულამაზესი მიწა დედასამშობლოსთვის შემოიერთებინა! მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო გულისწადილის ასრულება.მას მერე კი უამრავმა წყალმა ჩაიარა...

23:07 | 09.12.2010
ბაბუ (11729)

tbiliseli-რუსეთს სულ პუტინი არ ეყოლება,მაგასაც მოიცილებენ,სტალინი და ბერია მოიცილეს და პუტინკას ვერ მოიცილებენ? რუსების ჭკუაზე მოყვანას უნდა ერთი 10 წელი,ამ დროში ჩვენი საქმეც დალაგდება,ამას იმიტომ გეუბნები რომ დედამიწის 1/6 ეს რუსეთი ჰოდა ამხელა ბაზრის დაკარგვა არ გამოგვადგება,არც სპორტში და არც სხვა რამეში,თანაც მაგარი სახმარი ხალხია თუ ჭკუით მიუდგები,თუ მაძღარია და არ ევასები გადაგვივლის,მაგათ წამალი პეტრემ მოუძებნა /კნუტ ი პრიანიკ./ ასე რომ თუ აქვს კავშირები რუსეთთან ქონდეს არ დაგვამძემებს.რა იცი რაში გამოგვადგება.

22:55 | 09.12.2010
tarosochi (1371)

ბარდღუუუ რომანს უტხარი ლიგა ჩემპიონატში გაიყვანოოოოს!!! მაგარია!!!

22:54 | 09.12.2010
tarosochi (1371)

ბარდღუუუ რომანს უტხარი ლიგა ჩემპიონატში გაიკვანოოოოს!!! მაგარია!!!

22:53 | 09.12.2010
tarosochi (1371)

ბარდღუუუ რომანს უტხარი ლიგა ჩემპიონატში გაიკვანოოოოს!!! მაგარია!!!

22:09 | 09.12.2010
zaza0100 (422)

აჭარაზე იჩალიჩოსო რამე მოხდეს და თურქეთმა გინდ აჭარაზე გინდა სომხებმა ჯავახეთზე იჩალიჩოს და ბათუმში გენოციდს მოვუწყობ თურქებსაც და სომხებსაც რას ქვია იჩალიჩოს კაცი აფხაზეთის დაბრუნებაზე ვფიქრობ და თურქებმა ან სომხებმა რაიმე სურვილი რო გამოთქვან აქედან ტრუპების ცაგება მოუცევთ მათი ეროვნების ხალხის ვინც დაეთანხმება

21:59 | 09.12.2010
tbiliseli (1496)

მაგის შიში ჩემშიც არის,რუსეთის პატრიოტი ხომ არ არისთქო,რაუნდა, მაგრამ იმედია დინამოს ეშველება და დანარჩენი ავიტანოთ რამენაირად თორემ რა ვქნათ აბა.

21:51 | 09.12.2010
ზურა (577)

მიუხედავად ქართველ ქომაგთა მრავალფეროვნებისა,დინამო ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს.ღმერთმა ქნას საერთაშორისო ასპარეზზე გვასახელოს.წარმატებები

21:41 | 09.12.2010
tornike16 (1787)

ჰერელი მოვა მალე დრო როცა ჰერეეთსაც დავიბრუნებთ ტაო კლარჯეთსაც და იქ გამუსლიმანებურ მოსახლეობას რომლებიც სისხლით ქართველები არიან ისევ ქრისტიანებს გავხდით თან მალე დადგება ეს დრო

21:32 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

ჰერელი აბა, აბა, ჩვენი ბედი რო მ....... თორე იმ დროს რო ილია ქვეყნის მმართველობაში ყოფილიყო. ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. გენიოსი იყო ილო.

21:30 | 09.12.2010
ჰერელი (245)

ლამბალო

21:28 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

ჰერელი აბა მაგრად. გაიხარე

21:26 | 09.12.2010
ჰერელი (245)

კარგით აბა მაგრად იყავით სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

21:25 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

ჰერელი ისტორიული წიგნები მაინცდამაინც არ მევასება. გურამ დოჩანაშვილი მევასება მაგრად და პოეტებიდან ტიციან ტაბიძე, ტიციანი მაგარი ვაჟკაცი იყო. მაგის და ბერია ამბავი არ იცი? . ილიას და ვაჟას აღარ ვახსეენებ, მდიდარი ხალხი ვართ ქართველები.

21:22 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

ჰერელი მთავარია რწმენა არ შეგვინელდეს თორე ჯარი არასდროს არ გვყოლია მაინცდამაინც დიდი რაოდენობის.

21:16 | 09.12.2010
ჰერელი (245)

ლამბალო

21:16 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

guragcha გაგახსენებ სომხების "გვერდშიდგომას". ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სომხებს ენდო ჯარი გამოგზავნა სომხეთმაც, და ბრძოლის დაწყების წინ მეტოქისკენ გადავიდნენ სომხები. მაგ ბრძოლაში დაიჭრა სასიკვდილოდ ვახტანგა

21:13 | 09.12.2010
guragcha (840)

ჰერელი-მაშინ თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს სომხები შეადგენდნენ . არა სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ბევრი კარგი სომეხიცაა მარა მარტლა ბევრჯერ ჩავცხეს დანა ზურგში თუნდაც აფხაზეთის ომი რომ ავიღოთ

21:11 | 09.12.2010
ლამბალო (9571)

ჰერელი ეხლაც ეგრე იქნება რამე რო მოხდეს. არეულობა რო დაიწყოს აჭარაზე თურქეთი იჩალიჩებს, აქეთ სომხეთი, მოკლედ ცუდ დღეში ვართ. მაგრამ მაინც არაფერი მოგვჭამონ.. იბერია გაბრწინდება

21:09 | 09.12.2010
ჰერელი (245)

guragcha < გიერთდები ჩემი თანამემამულეების სახელით. შენი თვალით უნდა ნახო რა მიწებია კახეთის გაგრძელება :X და ახლა ვიღაც ნავთობ მაგნატები აზიან იმ მიწებს

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.144386