ფეხბურთი

11:39 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” პიანიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

 

იტალიური “რომას” ხელმძღვანელობამ, გუნდის ბოსნიელ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის შეძენა ფრანგულ პსჟ-ს სურს, მაგრამ რომაელები ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვას არ აპირებენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ბოსნიელი გუნდში 2018 წლამდე უნდა დარჩეს და ანაზღაურების სახით წელიწადში 3,5 მილიონი ევრო მიიღოს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში პიანიჩმა ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

0.114082