ფეხბურთი

18:06 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიისემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ინგლისური “ფულემის” 32 წლის მარცხენაფლანგელმა იონ არნე რიისემ ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა. ამის შესახებ თავად ნორვეგიელმა მცველმა განუცხადა Sports.yahoo.com-ს.

“ბევრი ვიფიქრე და სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ჩემი საფეხბურთო კარიერაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ახლა იმ ასაკში ვარ, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს და უკანასკნელი მიზნები უნდა დავსახო. მინდა, ევროპაში კიდევ 4-5 წელიწადი გავატარო”, - განაცხადა რიისემ.

ცნობისათვის, რიისე ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 2000-2013 წლებში ასპარეზობდა. მან სამშობლოს ღირსება 110 მატჩში დაიცვა და 16 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131714