ფეხბურთი

21:01 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი: “მსაჯებს ფერგიუსონის ეშინოდათ”

“ქუინს კარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მიიჩნევს, რომ ინგლისელ არბიტრებს სერ ალექს ფერგიუსონის შიში ჰქონდათ, რის გამოც, ისინი “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ შეცდომებს უშვებდნენ.

“არაერთი არბიტრი აღმერთებდა ფერგიუსონს და მისი შიშით, შოტლანდიელის წყენინებას ერიდებოდა. მის გარშემო ასეთი აურა იყო, რადგან ის გამარჯვებულია.

როდესაც ცოტა დროის დამატება იყო საჭირო, არბიტრები ამატებდნენ იმდენს, რამდენიც “მანჩესტერს” აწყობდა, რადგან მათ ფერგიუსონის წყენინება არ უნდოდათ. განსაკუთრებით, ეს ხდებოდა ახალგაზრდა მსაჯების შემთხვევაში, მაგრამ ფერგიუსონის გაბრაზებას რამდენიმე გამოცდილი არბიტრიც ერიდებოდა.” – განაცხადა რედნაპმა BBC-სთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11856