სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:00 | 24.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს... სამოქალაქო პანაშვიდი “სპორტის სასახლეში” 12:00 საათზე დაიწყო. დარბაზში უამრავი ადამიანი მოვიდა: მათ შორის იყვნენ როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი ქართველი ფეხბურთელები. მრავლად იყვნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. იყო ბევრი ცრემლი და განსაკუთრებული მომენტების გახსენება. დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე რამაზ შენგელიას ბრწყინვალე თამაშის ფრაგმენტებს აჩვენებდნენ - და თუნდაც ის ცრემლები, რომელიც ბევრი ადამიანის თვალებზე დავინახეთ, ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველომ დიდი ფეხბურთელი და პიროვნება დაკარგა.
ერთმა ახალგაზრდამ ლექსი წაიკითხა, რომელიც რამაზ შენგელიას მიუძღვნა და რომელშიც ლეგენდარული 11 ნომერს ფეხბურთის გალაქტიონი უწოდა.    
სამძიმარზე მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი - რა თქმა უნდა, კახა კალაძეც მის გვერდში გახლდათ. ივანიშვილმა ისაუბრა შენგელიას დამსახურებაზე და აღნიშნა, რომ ის მათი თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახლდათ.
რამაზ შენგელიაზე ყველა დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა...
მანუჩარ მაჩაიძე: “ის იყო მშვენიერი გოლეადორი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამაზ შენგელია არ უყვარდა. როდესაც ის ქუთაისის “ტორპედოდან” თბილისის “დინამოში” ჩამოვიდა, თავიდანვე ყველანი ვატყობდით, რომ უდიდესი ტალანტი გახლდათ. ჩვენს შორის სხვაობა 7-8 წელი იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა, მეგობრები ვყოფილიყავით. მასში ყველა კარგი თვისება იყო თავმოყრილი: შრომისუნარიანობა, მეგობრების გატანა, თავმდაბლობა და მთლიანობაში, ბრწყინვალე ადამიანი იყო. ის “დინამოს” ოქროს ხანაში საუკეთესო ბომბარდირია, ეს კი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს”.
გრიგოლ ცაავა: “სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. რამაზი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მინდორზე მისი ყოფნა უდიდეს უპირატესობას ნიშნავდა. მინდორზეც და მის მიღმაც სამაგალითი პიროვნება გახლდათ - თავმდაბალი და მხიარული. არ არსებობდა, რამაზს ვინმეზე ცუდად ეთქვა, ან სხვაგვარად ეწყენინებინა. მასზე უმცროსი ვიყავი და “დინამოში” რომ მივედი, გვერდში დამიდგა, მამხნევებდა. ვამაყობ, რომ რამაზმა უმაღლეს ლიგაში თავისი მე-100 გოლი ჩემი პასით გაიტანა. ეს კრასნოდარის “ყუბანთან” თამაშისას მოხდა. საწყენია, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა”.    
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი: “რამაზ შენგელია იყო ყველა ქართველის მეგობარი. ქართველებისთვის საამაყო სპორტსმენი გახლდათ და დიდი კვალი დატოვა”.
რევაზ ძოძუაშვილი: “სამწუხარო და გულსატკენია, რომ ასეთი ახალგაზრდა კაცი მიდის ცხოვრებიდან, თანაც, უდიდესი პიროვნება და დიდი ფეხბურთელი. ყველას გული გვეტკინა მისი გარდაცვალებით”.  
რამაზ შენგელია “სპორტის სასახლიდან” გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 55 წლის... ჯერ კიდევ ახალგაზრდა, რომელზეც თავის დროზე ლეგენდარულმა არგენტინელმა მწვრთნელმა - ლუის სესარ მენოტიმ თქვა, ევროპის საუკეთესო ფორვარდიაო.
საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელიც ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რომლის გარეშეც დიდი თბილისის “დინამო” წარმოუდგენელი იყო. ის ყველა ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ.
 

 

ილია ნანობაშვილი
  
        
 
     
 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.179629
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X