ფეხბურთი

18:14 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახდა

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი რაი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს.

ეს ჯილდო 1802 წელს, ნაპოლენ ბონაპარტმა დააწესა და საფრანგეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს გადაეცემათ.

რაის, რომელიც თავის ქველმოქმედებითაა ცნობილი, ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირადად გადასცა ბრაზილიაში ვიზიტის დროს.

“რაი, არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელია, არამედ, ისაა ადამიანი, რომელმაც თავი ყველაზე კარგ საქმეს, სოციალურად დაუცველი და ღარიბი მოსახლეობის სწავლებას მიუძღვნა. პარიზული პუბლიკის მოხიბვლა ადვილი არაა. თუმცა, პსჟ-ს მაისურით რა დონეზეც არ უნდა ეასპარეზა, მას, თავისი ელეგანტურობის, ნიჭისა და სიკეთის წყალობით, საფრანგეთში ყველგან ოვაციით ხვდებოდნენ”, – იუწყება ოლანდის სიტყვებს ფრანგული პრესა.

რაი პსჟ-ში 1993-1998 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, უეფას თასების მფლობელთა თასსაც დაეუფლა. 1994 წელს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რაი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ, მან საქველმოქმედო ფონდი Gol de Letra Foundation-ი ჩამოაყალიბა და ღარიბი ოჯახის შვილებს განათლების მიღებაში ეხმარება. 

აქვე გეტყვით, რომ რაი აწ გარდაცვლილი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, სოკრატესის უმცროსი ძმაა.

თეგებიპსჟრაი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129948