ფეხბურთი

12:18 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ მარკესი გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი გახდა

 

მექსიკის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "ლეონის" 35 წლის მცველი რაფაელ მარკესი ევროპაში დაბრუნდა. "ბარსელონაში" თამაშით სახელგანთქმული ფეხბურთელი კარიერას "ვერონაში" გააგრძელებს, სადაც ჩვენებური გიორგი ჭანტურიაც ირიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს და მარკესს კლუბში გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის. "ლეონის" მაისურით 35 წლის მცველმა 41 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

რაფაელ მარკესმა "ვერონასთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერი იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს არ დაუდასტურებია.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211