თამაშგარე

13:23 | 9.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქეითი კანიბალიზმში დაადანაშაულეს

საცხენოსნო სპორტში იუნიორთა შორის ყოფილი ჩემპიონი, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, ამერიკელი ქეით აპტონი კანიბალიზმში დაადანაშაულეს.
მას შემდეგ, რაც 20 წლის ლამაზმანი ჰამბურგერების რეკლამაში გადაიღეს, ცნობილმა საიტმა SkinnyGossip-მა, რომელიც ანორექსიის მხარდამჭერია, ქეითი ძალიან მსუქან მოდელად მოიხსენია. საკუთარი სიმართლის დასტურად კი, აპტონის ერთ-ერთ ბოლო საცურაო კოსტიუმების ჩვენებაზე გადაღებული ფოტო მოიყვანა.
“აბა, გამოიცანით, ვინ არის?! დიახ, ეს საოცარი ქეით აპტონია, რომელიც უხერხულად დადის პოდიუმზე, ისე, თითქოს მის ბოლოში ბუფეტი ელოდეს, - წერია საიტზე, - ის მსუქანი, ვულგარული და თითქმის პორნოგრაფიულია. ამასთან, მინიმუმ 10 კგ-ით მეტს იწონის, ვიდრე საჭიროა”.
ხოლო ჰამბურგერების რეკლამა მისი მონაწილეობით ასე შეაფასეს: “მეგონა, კანიბალიზმი აკრძალული იყო! თუ ეს ძროხის ხორცი არ არის, შესაძლოა, ქეითს კანონთან სერიოზული პრობლემები შეექმნას!”
“შეხედეთ მას! უზარმაზარი თეძოები და ჩამოკიდებული მკერდი აქვს, წელი კი - არა. ის ხომ რბილ აგურს ჰგავს, - გრძელდება კრიტიკა საიტზე, - ნუთუ ახლანდელი ამერიკელი ქალები ცდილობენ, მას დაემსგავსონ? ნუთუ ამ ქვეყანაში ყველა ისე გასუქდა, რომ ქეითი იდეალი გახდა, რომელსაც უნდა მიბაძო? მომიტევეთ, მაგრამ ეს საშინელებაა”.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169649