ფეხბურთი

13:59 | 8.10.2012 | ნანახია 6790 - ჯერ

"ქასიმფაშა" და შოთა არველაძე - ხელშეკრულება გაფორმდა

როგორც "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, "ქაისერისფორიდან" წასულ შოთა არველაძეს თურქული "ქასიმფაშა" სთავაზობდა კონტრაქტს. შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტიც გაფორმდა. 39 წლის ქართველმა მწვრთნელმა 4,5-წლიან ხელშეკრულება გააფორმა "ქასიმფაშასთან".

რა დონის გუნდია "ქასიმფაშა"? სულ მე-8 სეზონს ატარებს თურქეთის უმაღლეს ლიგაში და ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის, 2011 წელს გავარდა და წლეულს ისევ ავიდა სუპერლიგაში, მაგრამ ამჟამად კარგ ფორმაშია და 7 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-3 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს კიდევ სამ გუნდს.
"ქასიმფაშაში" წლეულს დიდი ინვესტიცია ჩაიდო და სავარაუდოდ, ზამთარში შემადგენლობა საკმაოდ მოძლიერდება. დღესდღეობით, ამ გუნდში თამაშობენ შვედეთის ნაკრების მეკარე ანდრეას ისაკსონი, ნიგერიელი მეგოლე კალუ უჩე, გერმანელი საყრდენი ფაბიან ერნსტი, ურუგვაელი შემტევი ნახევარმცველი ტაბარე ვიუდესი.
შოთა არველაძემ ორ წელიწადზე მეტი იმუშავა "ქაისერისფორში", გუნდმა მისი თავკაცობით 84 მატჩი გამართა, 32 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 36 წააგო.
ტყუპისცალი "ქასიმფაშაში" წარადგინეს და პირველი კომენტარიც იქ გაკეთდა:
"კლუბმა დიდი პროექტი დაისახა მიზნად. გვსურს, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ და იქაც ვაჩვენოთ ჩვენი ძალა. აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რომ ამ პროექტების რეალურად განხორციელების მჯერა".   
 
ილია ნანობაშვილი

Loading...

კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:08 | 09.10.2012
torres9 (El niño) (20977)

http://www.youtube.com/watch?v=4ZmXHLFtolk&feature=share ეს ნახეთ რა ჭიათურაში ხალხს რეებს უკეთებენ...ღიმილიანი საქართველოს პროგრამა

05:17 | 09.10.2012
araza-1918 (4756)

ფინეთი ბელარუსი 4 ქულა უნდა ავიღოთ. რევიშვილი----ლობჟანიძე ხიზანა ამისულა გრიგალავა-------დაუშვილი კანკავა კაშია---------თარგამაძე ოქრიაშვილი-------მჭედლიძე. ეს ესპანეთის სასტავია ლორია კვირკველიას მაგივრად რევიშვილი გრიგალავა -----------ზამენაზე კვასხვაძე ფოფხაძე ანანიძე კობახიძე ძალამიძე დევდარიანი ყენია სირბილაძე--------კარგია შეკრებაზე რომ გამოიძახეს მიგინეიშვილი ხუბუტია თომაშვილი გურული მაისურაძე------ამ ეტაპზე ვერ გვეხმარებიან ლორია სალუქვაძე კვირკველია არზიანი გოგია ხოჯავა გრიგალაშვილი მარცვალაძე ილურიძე ჭანტურია გელაშვილი ვაწაძე დვალიშვილი დვალი. 38 ლომი ქეცბაიას ლაშქრიდან, საქართველო გაბრწყინდება

02:41 | 09.10.2012
Shevche (14309)

janorhus, ორჰუსში იყო ეგეც და დიასამიძეც, დევდარიანთან და სხირტლაძესთან ერთად. მანდედან რომ წამოვიდა, მერე რომელიღაც ჩეხური კლუბის დუბლებში იყო. ეტყობა იქიდანაც წამოვიდა და ზესტაფონში მივიდა

01:09 | 09.10.2012
vazisubanski (122)

კი მაგრამ როგორც ვიცი დგეს უნდა სჰეკრებილიყვნენ ცჰვენები და რატო არარის ინპორმაცია რახდბეა ცჰვენს ბანაკსჰი ნეტავ

00:52 | 09.10.2012
torres9 (El niño) (20977)

Zugsvani eg ra shuashia saertod...dzalian gansxvavdeba eg ambebi ertmanetisgan

00:21 | 09.10.2012
zugsvani (6491)

ჰეჰშოთამ თვითონ დაუწუნა მსგავსი საქციელი ამისულაშვილს,მოულოდნელად მიგვატოვაო დაარ ვარგა ესეთები

00:05 | 09.10.2012
janorhus (621)

თუ გაგიგიათ ვინმეს ლაშა შინდაგორიძე... ორჰუსში ყოფილა და დგეს ზესტაფონის დუბლებში ითამაშა და 2 გოლი შეადგო, ვინმეს ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მის შესახებ?

22:31 | 08.10.2012
jugoea (1030)

წარმატებები შოთი რავიცი საქართველოს რაცუფრო ბევრი კარგი მწვრთნელი ეყოლება მით უკეთესი ღმერთი შენსკენ!!

22:30 | 08.10.2012
lordi1 (730)

კარგია, წარმატებები

22:08 | 08.10.2012
bayern_ribrobshvain (683)

ჰეეეეეეეეეეეეეე აბა აშოთ შენ იცი ეხლაკაისერისპორში ხო დაგერხა ქართველები რო არ წაიყვანე და ეგოისტურად რო იქცეოდი აქ ეხლა მინიმუმჯ სამი ქართველი მიგყავს თორე დაგერხევა მანდაც დაითარსები და ვაბშე წაგებები გექნება სულ (აეგრე)!!!!!:

21:19 | 08.10.2012
Kala94 (6114)

შოთი წარმატებები !

20:34 | 08.10.2012
vazisubanski (122)

http://www.hahasport.com/v-4/6/2/v-460340.html დზალამიდზის ტამაში ვისაც გინდატ ნახეტ ამ ლინკზე

20:15 | 08.10.2012
jokua (3910)

ისე 4,5 ძალიან ბევრია

20:12 | 08.10.2012
jokua (3910)

ყოჩაღ სირბილაძეს

20:09 | 08.10.2012
soccer (171)

სირბილაძემ კიდევ შეაგდო, ქეცბამ უეჭველი ძირითადში უნდა დააწყებინოს ფინეთთან

20:01 | 08.10.2012
misha (946)

კარგი კუში თუ იქნება შოთა გენაცვალე დაპოსტე სადმე და საქართველოს მოაგებინე

19:36 | 08.10.2012
nestle (450)

დიდი იმედი მქონდა რო საქართველოში დაბრუნდებოდა რომელიმე კლუბში მარა ....

19:01 | 08.10.2012
arlekino (1003)

შოთი ,აბა შენ იცი,შეგიძლია........

18:50 | 08.10.2012
torres9 (El niño) (20977)

Ise me alkmaarshi ufro mindoda

18:28 | 08.10.2012
leo-dzia (5518)

წარმატებები შოთიიი!

18:22 | 08.10.2012
Panasonic (2186)

მიდი შოთი !... მალე შენც ფაშა გახდები!... შენი ძმა რეზო , სულ მაგის ნატვრაშია !.. ფაშობა უნდოდა ყოველთვის , მარა თოჯინის კაცმა ვერ აფაშავა ისე ,როგორც უნდოდა!...

17:22 | 08.10.2012
torres9 (El niño) (20977)

Midi shoti magrad minda kai shedegi dados ra...

15:58 | 08.10.2012
defooman (274)

transfermarkt-ზე უკვე ქაზიმფაშას მწვრთნელად წერია

15:41 | 08.10.2012
dila-gori (66)

15:13 08-10-2012 შევიტყვთ, რომ გორის "დილაში" კიდევ ერთი ბრაზილიელი, ლეონარდო რამოს დოს სანტოსი შეიძლება ჩაირიცხოს. ჩვენი ინფორმაციით, დოს სანტოსი საქართველოში 6 ოქტომბერს ჩამოვიდა, მაგრამ ჯერ მისი ტრანსფერის საკითხი არ გარკვეულა. გამომდინარე აქედან, ჯერ მას კონტრაქტი არ გაუფორმებია, კლუბი ინფორმაციას არ ავრცელებს და მოლაპარაკების დასრულებას ელის. ვითარებაში გარკვევას თავად შევეცადეთ. გვითხრეს, რომ ლეონარდო დოს სანტოსი 20 წლის არის, კარგად იცის რუსული, რადგან ბოლოს მინსკის "დინამოში" თამაშობდა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. მოკლე ინფორმაცია: ლეონარდო რამოს დოს სანტოსი ამპლუა - თავდამსხმელი დაიბადა 1992 წლის 9 ივნისს ბრაზილიაში, სან პაულუს შტატის ქალაქ ორინსიუში. სიმაღლე 186 სმ, წონა 77 კგ. 7 წლიდან ორინსიუს "ატლეტიკოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. თამაშობდა სან პაულუს შტატის ჩემპიონატში "მარილიას" ახალგაზრდული კლუბის შემადგენლობაში. პროფესიონალური კარიერა ორინსიუს "ატლეტიკოში" დაიწყო, სადაც 2010 წელს მინსკის "დინამოს" სელექციონერებმა შენიშნეს, ბელარუსში გასინჯვაზე ჩასულმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 2 წელი ბელარუსის ყველაზე ტრადიციული კლუბის ღირსებას იცავდა. კონტრაქტი 4 ივლისს შეუწყდა და მინსკელთა პრეს-სამსახურის ცნობით, კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ბელარუსულ "დინამოში" ჩატაარებულ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. სხვათა შორის, დოს სანტოსი მინსკის "დინამოში" "ატლეტიკო პარანაენსეს" ქართველმა მენეჯერმა გოჩა ალადაშვილმა ჩაიყვანა. თუ გახსოვთ, მან რუსთავის "ოლიმპში" ბრაზილიური პროექტი წამოიწყო, მაგრამ სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო და შემდეგ იგივე ჩანაფიქრი მინსკის "დინამოში" გუნდის გენერალურ დირექტორ ვალერი სტრელცოვთან ერთად განახორციელა. დოს სანტოსმა ბელარუსები იმით გააოცა, რომ რეჟიმის დამცველი ბრაზილიელი ვერ წარმოედგინათ. ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, არ მიყვარს დალევა, სასმელის მეშინიაო და მათთვის ესეც მოულოდნელი აღმოჩნდა. მეგობრობს ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვის "ბატეს" ბრაზილიელ პლკეიმეიკერ რენან ბრესანთან. რამოსზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ სტრელცოვი მინსკის "დინამოდან" გაუშვეს, გუნდის ახალმა დამრიგებელმა ოლეგ პროტასოვმა თავისი თავდამსხმელები მიიყვანა და იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა. ბრაზილიელთა საქართველოში ჩამოსვლა სულაც არ არის ურიგო ამბავი. ამ სახრეთამერიკულ ქვეყანას იმდენი ფეხბურთელი ჰყავს, რომ მთელს დუნიას მოამარაგებს და ჩვენც არ გვაწყენდა. აქვე გეტყვით, რომ მანამდე "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კიდევ ერთ ბრაზილიელს, ცენტრალურ მცველს, ვიტორ ჰუგოს აკვირდებოდა, რომელიც ბოლოს ბრაზილიის B ლიგის (პირველი ლიგა) "სეარაში" თამაშობდა. მაგრამ სასურველი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და სამშობლოში გააბრუნეს. მანამდე "დილასთან" ერთწლიანი კონტრაქტი ავსტრიის ბუნდესლიგის "კაპფენბერგის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნათან ჟუნიორმა გააფორმა.

15:39 | 08.10.2012
jofrey (710)

წარმატებები შოთა!

15:35 | 08.10.2012
tiko (5774)

წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

15:34 | 08.10.2012
komentatori (2299)

murmanimurmani8. კინმა უარი თქვა

15:33 | 08.10.2012
komentatori (2299)

ელემენტარულად იმითი ჯობია ქაისერისპორს რომ ეს გუნდია სტამბულშია და იქ ზოგი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ჩადიოდა აქ სხვა ვითარება იქნება. მაგრამ, მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები, არველაძეს ქაისერსპორში საკმაოდ კარგი შემადგენლობა ყავდა, მაგრამ შედეგი მაინც ცუდი ქონდა. ვნახოთ აქ რას იზამს

14:57 | 08.10.2012
nesta_13 (179)

აბა ჰე შოთი წარმატებები თავი არ შეირცხვინო

14:55 | 08.10.2012
fero (15151)

Ak kins ar nisnavdnen? trtspotr ze ar uxsenebiat. titkmis mteli dgea vucker.

14:49 | 08.10.2012
madrid1994 (7)

წარმატებებიი შოთი კაი გუნდია და აბა შენ იცი სამუელში უნდა დატოვოო

14:11 | 08.10.2012
metro-metro! (1871)

წარმატებები შოტას

14:05 | 08.10.2012
avto21 (1184)

საინტერესოა გუნდი 3 ადგილზე იყო და მწრთვნელი გაუშვეს თან რა კონკურენტები ყავს ბეშიქთაში გალათასარაი ფენერი ბურსა ტრაბზონი და ასე შემდეგ შოთი წარმატებები აბა შენ იცი

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.140653