ფეხბურთი

11:45 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: “ჩემს დროს ბოლომდე ვიბრძოდით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა პრემიერლიგის 28-ე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” 0:3 წაგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულების იმედი თამაშის პირველსავე წუთზე გადაეწურა. სქოულზის აზრით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს სიტუაციის გამოსასწორებლად არ ეხმარებიან.

“ჩემს დროსაც ხდებოდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ორი და სამი ბურთით აგებდა, მაგრამ რა ანგარიშიც არ უნდა ყოფილიყო, ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ვიბრძოდით. “სიტისთან” თამაშისას კი უკვე 0:1-ზე დავკარგე შეხვედრის გადარჩენის იმედი. მოიესს მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო სჭირდება, ოღონდ ამასთან, ფეხბურთელებიც მაქსიმალურად უნდა დაუდგნენ მხარში, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ” – ციტირებს პოლ სქოულზის სიტყვებს The Telegraph.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117979