თამაშგარე

10:20 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკის ცოლს ექიმმა უღალატა

ამჟამად ინგლისში ბურთის მგორელებელი გერმანელი ფეხბურთელის, ლუკაშ პოდოლსკის ცოლმა, მონიკა პუჩალსკიმ როგორც იქნა აღიარა, რომ მისი სილამაზე და სხეულის თვალისმომჭრელი ფორმები უმეტესწილად პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე მიღწევების ნაყოფია.

ჯერ კიდევ შარშან, ერთ-ერთ გერმანულ სატელევიზიო შოუში მიწვეული მონიკა ყველას არწმუნებდა, რომ მისი მკერდის სინარნარე ბუნების მიერ იყო ბოძებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მრავლისმნახველმა გერმანელებმა პოდოლსკის ცოლს მაშინაც არ დაუჯერეს.

მონიკა პუჩალსკიმ თავისი “შერემონტებულობა“ მას შემდეგ აღიარა, როდესაც უკვე დამალვამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. მარტივად რომ ვთქვათ, იგი მედიასთან საკუთარმა ექიმმა “ჩაუშვა“.


0.118345