ფეხბურთი

19:49 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეპე გალათასარაისთან ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი პეპე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “გალათასარაის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

მადრიდული AS-ის ცნობით, პორტუგალიელმა უკანახაზელმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, კუნთი დაიზიანა. სამწვრთნელო შტაბმა გარისკვისგან თავი შეიკავა და პეპეს დასვენება გადაწყდა.

იმის გათვალისწინებით, რომ “გალათასარაისთან”, დისკვალიფიკაციის გამო, სერხიო რამოსი ვერ ითამაშებს, დაცვის ცენტრში, რაფაელ ვარანთან ერთად, რაულ ალბიოლი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალის პირველი თამაში “რეალს” 3:0 აქვს მოგებული.

0.11088