ფეხბურთი

11:47 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ლამპარდი ჩვენთან იანვრამდე იქნება”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ოფიციალურად დაადასტურა კლუბში ფრენკ ლამპარდის გადასვლის შესახებ ბრიტანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. 36 წლის ინგლისელი ნახევარმცველმა გასული სეზონიც პრემიერლიგაში გაატარა, ლონდონის “ჩელსის” რიგებში, მერე კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტიში” წავიდა და მანჩესტერში სწორედ ამერიკელებმა გაანათხოვრეს, ნახევარი წლით.

“ლამპარდი ოთხშაბათს შემოგვიერთდება და უმალ სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება. ის “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი იანვრამდე იქნება და ვეცდებით ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვათამაშებთ თუ არა “ჩელსის” წინააღმდეგ? რატომაც არა!” – განაცხადა პელეგრინიმ.

0.112439