ფეხბურთი

17:24 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “აგუერო პრემიერლიგაში საუკეთესოა”

“მანჩესტერ სიტის’’ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ინგლისურ მედიასთან არგენტინელი ფორვარდის კუნ აგუეროს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, აგუერო ინგლისში საუკეთესოა, ხოლო მსოფლიოს მაშტაბით მხოლოდ მესისა და რონალდუს ჩამორჩება.

“აგუერო ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ესპანეთში წავიდა სათამაშოდ, მიუხედავდ ამისა, იგი ყველა გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ და ასეა “სიტიშიც’’.

“ამ სეზონში იგი უფრო მეტს მუშაობს უბურთოდ თამაშის   გასაუმჯობესებლად. მის კარგ თამაშზე მეტყველებს შთამბეჭდავი სტატისტიკა, პრემიერლიგის 11 მატჩში გატანილი 10 გოლი. ვფიქრობ, ამ სეზონში იგი უფრო სრულყოფილი გახდა’’_აღნიშნა პელეგრინიმ.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 10 გოლის გარდა, 7 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, რაც უდავოდ საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

დიმიტრი შარიქაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121774