ძიუდო

10:33 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პატარა ძიუდოისტებმა უნგრეთიდან მედლები გამოზიდეს

 

საქართველოს 15 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე “ევროპის თასზე” ვაჟთა და გოგონათა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ნიკოლოზ კობაიძემ (40 კგ), შათირ შერაზადაშვილმა (66 კგ), ოთარ გოგიძემ (73 კგ) და ამირან წიქორიძემ (81 კგ) “ევროპის თასი” წაუგებლად ჩაამთავრეს. ალეკო მამიაშვილს (50 კგ), ალეკო სულაკაძეს (60 კგ), ნატა ყიფშიძესა (40 კგ) და ეთერი ლიპარტელიანს (52 კგ) ჩემპიონობამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. მესამე ადგილები კი გიორგი თუთაშვილმა (40 კგ), გიორგი მღებრიშვილმა (45 კგ), ნუგზარ ტაბლიაშვილმა (55 კგ), ნინო მგელაძემ (48 კგ) და სალომე მჭედლიშვილმა (63 კგ) დაიკავეს.

საინტერესოა, რომ სულ საქართველოს სახელით “ევროპის თასზე” 15 წლამდე ასაკის 14-მა ძიუდოისტმა იჭიდავა და მათგან უმედლოდ მხოლოდ მარიამ თოდუა (44 კგ) დარჩა, რომელმაც რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, ეს ის ასაკობრივი გუნდია, რომელიც 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით  ემზადება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125557