ფეხბურთი

18:15 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პარმამ” და “სასუოლომ” ფეხბურთელები გაცვალეს

იტალიურმა კლუბებმა, “პარმამ” და “სასუოლომ” მასშტაბური გაცვლა განახორციელეს, რომელშიც 5 ფეხბურთელია ჩართული.

“პარმადან” “სასუოლოში” პედრო მენდეში, ნიკოლა სანსონე და ანდრეა როზი გადავიდნენ. ეს უკანასკნელი ახალ კლუბში არენდის წესით ითამაშებს.

“სასუოლოდან” “პარმას” ჯონათან როსინი და ეზეკიელ სკელოტომ მიაშურეს. ორივე მათგანი “ჯვაროსნებში” არენდით ითამაშებს. სეზონის ბოლოს, “პარმას” სკელოტოს “ინტერიდან” გამოსყიდვის უფლება ექნება.

0.10274