ფეხბურთი

18:57 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო კანავარო: “ზღაპარი დასრულდა”

“ნაპოლიდან” “სასუოლოში” განათხოვრებული პაოლო კანავარო აცხადებს, რომ მისი სურვილი კარიერის ნეაპოლურ კლუბში დასრულება იყო, მაგრამ ეს არ მოხდება.

კანავარო “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე 2006 წლიდან იყო, მაგრამ გუნდში რაფაელ ბენიტესის მისვლის შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, რასაც მისი “სასუოლოში” გაშვება მოჰყვა.

“ვნანობ თუ არა “ნაპოლის” დატოვებას? არა.

ზღაპარი დასრულდა, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. კარიერის “ნაპოლიში” დასრულებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ნეაპოლურ გუნდში შვიდნახევარი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კლუბთან არანაირი უთანხმოება არ მქონია. კამათს ამ შემთხვევაშიც მოვერიდე.” – ციტირებს კანავაროს სიტყვებს Football Italia.

0.158472