ფეხბურთი

21:22 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პალერმომ” გასპერინი 5 კვირაში 2-ჯერ დაითხოვა

საკუთარ თავს “მშვენიერი” გასართობი მოუძებნა “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ. ის თავს მწვრთნელების ხშირი ცვლით ირთობს.

ბოლო წლებში, გასპერინი მწვრთნელების ხშირი ცვლით კი გამოირჩეოდა (2011 წლიდან, მან გუნდს დამრიგებელი 9-ჯერ შეუცვალა), მაგრამ რაც მიმდინარე სეზონში ხდება, ეს ყოველგვარ მოლოდინს სცილდება. ზუსტად 5 კვირაში, ერთი მწვრთნელი “პალერმომ” 2-ჯერ დაითხოვა.

ჯან პიერო გასპერინიმ “პალერმო” პირველად 2012 წლის 16 სექტემბერს ჩაიბარა, როდესაც მან ჯუზეპე სანინო შეცვალა. 4 თებერვალს, 55 წლის სპეციალისტი დაითხოვეს და ის ალბერტო მალეზანით ჩაანაცვლეს, მაგრამ 20 დღის შემდეგ, მოვლენები პირიქით განვითარდა – მალეზანი უმუშევარი დარჩა, ხოლო მისი ადგილი კვლავ გასპერინიმ დაიკავა. ამ უკანასკნელმა “პალერმოს” მხოლოდ 2 მატჩში უთავკაცა და სიცილიელთა სათავეში დაბრუნებიდან 15 დღის შემდეგ, “სიენასთან” საკუთარ კედლებში წაგების გამო, ის კიდევ ერთხელ დაითხოვეს.

ბოლო დროს, “პალერმომ” იმდენი მწვრთნელი გამოიცვალა, რომ სიცილიელებს მათთვის ახალი სპეციალისტის პოვნა ნამდვილად გაუჭირდებათ. იტალიური პრესის ცნობით, გასპერინის ადგილს ჯუზეპე სანინო დაიკავებს.

0.115634