ჭადრაკი

1:19 | 1.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

პაიკიძეც პირველზეა და ბაციაშვილიც

ქართველი მოჭადრაკე ნაზი პაიკიძე (2411) დანაკარგის გარეშე ასპარეზობს მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, სადაც ქალთა ტურნირში, რომელიც ამავდროულად რუსეთის თასის ეტაპიცაა, ოთხივე პარტიის მოგება მოახერხა.
გასულ ტურში ნაზი შავი ფიგურებით რუს ელმირა კარნაუხოვას (2328) დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მოჭადრაკემ რუსი დარია ჩაროხინას (2358) დარად 4.0 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველ ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურში პაიკიძე თეთრებით სწორედ ჩაროხინას ეთამაშება.
სტუდენტ გოგონათა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა ნინო ბაციაშვილმა (2426) თეთრი ფიგურებით რუმინელი ირინა ბულმაგა (2360) დაამარცხა და 3.0 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ისიც ვთქვათ, რომ ქართველის დარი მონაგარი ბელორუს ნასტასია ზიაზულკინას (2290) გააჩნია. მე-5 ტურში ბაციაშვილის მეტოქე რუსი ალინა კაშლინსკაია (2389) იქნება.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ Moscow Open-ი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 5 თებერვალს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165224