თამაშგარე

10:41 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოუენის ცოლმა ქმრის დარდები გამოააშკარავა

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, მაიკლ ოუენის ცოლი, ლუსი ბონსალი ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მის ქმარს ბოლო დროს ნოსტალგიები შემოაწვა და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, მაიკლი კომპიუტერში მის მიერ გატანილ გოლებს უყურებს.

ლუსი ბონსალი იმასაც ამბობს, რომ მაიკლ ოუენს გული წყდება საფეხბურთო კარიერის მანძილზე უფრო მეტის მიღწევა რომ შეძლო, მაგრამ უიღბლობისა და გაუმართლებლობის გამო, დიდი ფეხბურთი მხოლოდ ნაწილობრივ ითამაშა.

“მაიკლთან ერთად, მის მიერ არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლი არაერთხელ მინახავს და როდესაც ამ გოლს ვუყურებთ, მაიკლი ყოველთვის ცუდ ხასიათზე დგება ხოლმე., რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ფეხბურთში მეტის მიღწევა შეეძლო“ – ამბობს ლუსი ბონსალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16106