ფეხბურთი

21:04 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოუენი: “გულშემატკივრებმა ინგლისის ნაკრების რწმენა დაკარგეს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში შვეიცარიის ძლევა გულშემატკივრების ნდობის დასაბრუნებლად საკმარისი არაა.

“გულშემატკივრებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების რწმენა დაკარგეს. არა მგონია, მისი დაბრუნება მანამ მოხდეს, სანამ ნაკრები მნიშვნელოვან ტურნირზე დიდ წარმატებას არ მიაღწევს.

შვეიცარიასთან გამართული თამაში კარგი იყო, მაგრამ გუნდის მიერ მანამდე ნაჩვენებ შედეგებს შეგვიძლია დამთრგუნველი ვუწოდოთ. ერთი კარგი თამაშით სიტუაცია არ გამოსწორდება.” – აცხადებს ოუენი, რომელმაც, 1998-2008 წლებში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 89-ჯერ ითამაშა და 40 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113369