სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:22 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კორღალიძე: “ვფიქრობ, მეტოქეებს ოდნავ მაინც ვჯობნით”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს 25 მაისს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები დაეწყება, სადაც მეტოქეებად ავსტრია, ბოსნია და მასპინძელთა ნაკრები ეყოლება. ამასთან დაკავშირებით, 19-წლამდელთა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ და 21-წლამდელთა დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართეს.
19-წლამდელები “ბასაზე” სამწვრთნელო შეკრებას დღეს საღამოს დაასრულებენ და 22 მაისს გამთენიისას ხორვატიაში გაემგზავრებიან.  
ჩივაძის ნაკრები, გეცოდინებათ, 1-ელ ივნისს ბელარუსში მასპინძელთა ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვედება, ხოლო 5 ივნისს ესტონეთში უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური თამაში ელის.
კორღალიძე: - მზადება 14 მაისს დავიწყეთ. თავიდან 13 ფეხბურთელი გვყავდა, მერე კი “დინამოსა” და ‘ზესტაფონის” მოთამაშეები შემოგვიერთდნენ. ჩამოსასვლელნი არიან დავით სხირტლაძე დანიის “ორჰუსიდან”, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის “ვიტესიდან”. სამწუხაროდ, სხირტლაძე 24-ში ჩამოვა ხორვატიაში და შესაძლოა, ნაკრებთან ვარჯიში ვერც მოასწროს. ჭანტურია და ყაზაიშვილი კი 22 მაისს ჩამოვლენ. ცუდია, რომ ტრავმის გამო, სანდრო რეხვიაშვილი გამოგვაკლდა. ის ელიტ-რაუნდზე ვერ ითამაშებს.
- მეტოქეთა თამაშის ვიდეოფირები ნახეთ?
- სამივე ნაკრების თამაშები ვნახეთ. ავსტრიამ ალბანეთთან არცთუ ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ბოსნიის ნაკრები მომეწონა, მათი ორი მატჩი ვნახე და 25-მდე კიდევ ვნახავ. ხორვატია კარგი გუნდია, ჰოლანდიასთან მატჩში ვნახე - თუმცა ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და უხეშები არიან. ბოსნია სხვანაირია: ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს.
- შანსებზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, მეტოქეებს ოდნავ მაინც ვჯობნით.  
- გიორგი დევდარიანი კარგად იცნობს თქვენი გუნდის ფეხბურთელებს და ხორვატიაში ხომ არ გამოგყვებათ?
- ამის შესახებ არაფერი ვიცი. დევდარიანს თავისი საქმე აქვს.
- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ხშირად პრობლემა ექმნებათ მსაჯებისგან. ბოლო მაგალითი საქართველო-ჰოლანდიის 17-წლამდელთა შეხვედრა იყო. ამის დამცავი მექანიზმი თუ არსებობს?
- მსაჯობა ისეთი თემაა, ყველა ლაპარაკობს. არბიტრი ხან დაგჩაგრავს, ხან შენ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველა თეორიულ მეცადინეობაზე ვეუბნებით ბიჭებს, რათა ისე მოიქცნენ, რომ მსაჯებს საბაბი არ მისცენ.

19-წლამდელთა ნაკრები ამ 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება ხორვატიაში:
მეკარეები: დავით ლეგაშვილი (სასკო), ლევან ტყეშელაშვილი (“დინამო”);
მცველები: ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი (“დინამო”), თედო გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), კოტე ზარნაძე (“ბაია”), გიორგი ჯგერენაია (“გაგრა”);
ნახევარმცველები: ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა (“დინამო”), ვაკო ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), დავით გიგაური (“იაგელონია”, პოლონეთი), გურამ სამუშია (“ზესტაფონი”), ნოდარ კიკნაველიძე (“გაგრა”);
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (“ვიტესი”, ჰოლანდია), დავიტ სხირტლაძე (“ორჰუსი”, დანია), დავით გელაშვილი (“სპარტაკი”, ცხინვალი), ოთარ კვერნაძე (“ზესტაფონი”).
სიაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება მოხდა: გურამ სამუშია ნიკა ჭკუასელის ნაცვლად მოხვდა 18 კაცში. ჭკუასელმა დღეს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

პრესკონფერენციაზე 19-წლამდე ნაკრების მცველი  გიორგი გაგნიძეც გახლდათ. მას პორტუგალიაში ჩატარებულ ტურნირზე შევეკითხეთ. ტურნირი ოთხგუნდიანი იყო და საქართველომ პორტუგალიასთან 0:5 წაააგო, ხოლო საფრანგეთს 3:0 და სერბეთს 3:2 სძლია.
 “პორტუგალიასთან ასეთი მარცხი გადაღლილობამაც გამოიწვია. ნამგზავრები ვიყავით. საფრანგეთთან თამაში გადავაწყვეთ და შედეგიც აბსოლუტურად სხვაგვარი მივიღეთ, ბოლოს კი სერბეთსაც ვაჯობეთ. რაც შეეხება ელიტ-რაუნდს, კარგად ვემზადებით და იმედია, ფინალურ ეტაპზე გავალთ. ამის მჯერა. არ არიან ჩვენი მეტოქეები ის გუნდები, რომელთა დამარცხებაც შეუძლებელია”.
შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემაც ისაუბრა.
- 24 ივნისს ავსტრიაში საქართველო-თურქეთის ეროვნიული ნაკრებების მატჩს დავესწრები. როგორც იცით, ქეცბაიას ნაკრებში ხუთი ფეხბურთელია, რომლებსაც ჩვენს ნაკრებშიც შეუძლიათ გამოსვლა (ყენია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი, ძალამიძე, კვირკველია). ეს ფეხბურთელები თურქეთთან მატჩის შემდეგ თბილისში ჩამოვლენ, შემდეგ კი მინსკში წამოვლენ 21-წლამდელთა ნაკრებში. ასევე დავესწრები 19-წლამდელთა ელიტ-რაუნდის თამაშებს, რადგან გაფართოებულ სიაში ამ ნაკრების ფეხბურთელებიც მყავს. ისინი პირდაპირ მინსკში ჩამოვლენ ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ. როგორც იცით, შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე ვართ და სატურნირო სიტუაცია იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ახალგაზრდები, უფრო 1992 წელს დაბადებულები და უმცროსები, შევაჩვიოთ მომდევნო ციკლისთვის.
- აკაკი გოგიას საკითხი როგორაა? მიდის მუშაობა მის საქართველოს ნაკრებში ჩამოყვანაზე?
- დიახ. ამ მხრივ მუშაობა ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
- ირაკლი მესხიაზე?
- მესხიას ველაპარაკეთ და მან ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა.
 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113854
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X