ფეხბურთი

11:25 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ- ჩემბერლენმა მუხლი დაიზიანა

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვერ დაეხმაროს. ამის შესახებ ბრიტანული BBC იუწყება.

20 წლის ნახევარმცველი ეკვადორის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (2:2) დაშავდა. ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც აჩვენებს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული თუ უფრო ნაკლები სიმძიმის ტრავმა მიიღო.

“თუ ტრავმა მძიმეა, ეს უდიდესი დანაკარგი იქნება. იმედი მაქვს, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენი სერიოზულად არ დაშავებულა. ეკვადორთან მან ძალიან კარგად ითამაშა” – განაცხადა ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111557