სხვა

15:31 | 27.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიკი” წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საცურაო კომპლექსი “ოლიმპიკი” წყალბურთში, ევროპის წყალბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირს – თბილისის თასს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, პოლონეთის და საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები.
29-30 ივნისს მატჩები – 17:00 საათზე, ხოლო 1 ივლისს 11:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები 4 ნატურალიზებული მოთამაშით იასპარეზებს და ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტიც იქნება.
ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან, რომელიც შემოდგომით გაიმართება. ჩვენს ნაკრებს მეტოქეებად თურქეთი და ბელორუსი ეყოლება, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის, თუმცა მნიშვნელოვანია,  რომ საქართველოს ნაკრებმა მოდევნო ეტაპზე გასვლა პირველი ადგილით მოახერხოს, რათა მომდევნო ეტაპზე შედარებით სუსტი მეტოქე ერგოს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094437