კალათბურთი

1:21 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსის” ფანებმა “პანათინაიკოსის” გაჩემპიონება ჩაშალეს

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსს” მკაცრი სასჯელი ელის. საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩში პირეოსელები მარადიულ მეტოქე ათენის “პანათინაიკოსთან” 72:76 მარცხდებოდნენ, როდესაც საფინალო სირენამდე 1:27 წუთით ადრე, თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

საქმე ის გახლავთ, რომ “ოლიმპიაკოსის” ფანებმა იგივე მოიმოქმედეს, რაც ადრეც არაერთხელ ჩაუდენიათ. პირეოსელმა გულშემატკივრებმა სტუმართა სათადარიგო სკამის და კალათბურთელების მიმართ ყველაფრის სროლა დაიწყეს, რაც კი ხელთ მოხვდათ და ცხადია, შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახლდათ.

“ოლიმპიაკოსის” ქომაგების გაშმაგების მიზეზი იოლი გასაგებია. მათი გუნდი ფინალურ სერიას 0:2-ს აგებდა, ამდენად, კიდევ 1 მარცხი ოქროს მედლებთან საბოლოო დამშვიდობებას ნიშნავდა, პირეოსელები კი ათენელთა მათ დარბაზში გაჩემპიონებას ვერაფრით გადაიტანდნენ.

ამგვარად, “პანათინაიკოსის” ტრიუმფი დროებით კი გადაიდო, თუმცა, არა გვგონია, მათ ოფიციალურად გაჩემპიონებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. დიდი ალბათობით, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია პირეოსულ კლუბს ტექნიკურ წაგებას უახლოეს დროში ჩაუთვლის.

ისიც ვთქვათ, რომ შეწყვეტილ მატჩში შერმადინი მასპინძელთა განაცხადში გახლდათ, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111192