ფეხბურთი

13:24 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

NIKE "ინტერის" სპონსორობას გააგრძელებს

 

მილანის "ინტერმა" და სპორტულმა ბრენდმა NIKE-მ ახალი ათწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მილანური კლუბი 200 მილიონ ევროს მიიღებს.

"ინტერისა" და NIKE-ს თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ მოხარულები ვართ ახალი ხელშეკრულებით. გარიგება კიდევ უფრო აძლიერებ "ინტერის" პოზიციას და აღნიშნავს, რომ კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ სპორტული ბრენდის რეალიზებას სპეციალურ მაღაზიებში მოვახდენთ. "ინტერს" აქვს მხარდაჭერა და ნათელი, წარმატებული მომავალი". _ აღნიშნულია განცხადება კლუბის ოფიციალურ საიტზე.

 Gazzetta dello Sport-ის ინფომაციით, მხარეებს შორი მოლაპარაკება ხუთი თვის წინ დაიწყო. "ინტერს" წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულება მაინც გააფორმეს. ევროტურნირებზე მიღწეული წარმატების მიხედვით, კლუბი დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.

გიორგი ბალახაძე

 

თეგებიnikeმილანის
0.112232