ფეხბურთი

1:23 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და ალბა 3-4 კვირას გამოტოვებენ

ესპანურმა “ბარსელონამ” ნეიმარის და ჟორდი ალბას სამედიცინო შემოწმების შედეგები გაასაჯაროვა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ტრავმები სამეფო თასის ფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღეს.

როგორც ირკვევა, ნეიმარმა მაცხენა ფეხის უკანა ტერფის ძვალი დაიშავა, ხოლო ალბას მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთი აწუხებს. ორივე ფეხბურთელი 3-4 კვირის განმავლობაში დაისვენებს.

რაც შეეხება მარკ ბარტრას, რომელმაც ასევე გასულ შეხვედრაში მუხლისქვეშა მყესი დაიზიანა, იგი, შესაძლოა, პრიმერადივიზიონის მომავალ ტურში, ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში მოედანზე იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1078