ფეხბურთი

13:57 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” კანდრევათიც დაინტერესდა

რომის “ლაციოს” ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა, შესაძლოა, “ნაპოლიში” გადაბარგდეს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.

მოგეხსენებათ, ნეაპოლელთა დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი ნახევარდაცვის ცენტრში ახალ ფეხბურთელებს ეძებს და სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავს. მისთვის, ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ 27 წლის იტალიელია. გარდა ამისა, ბენიტესს ლონდონის “ტოტენჰემის” ბრაზილიელი შუახაზელი სანდროც სურს.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კანდრევამ რომაელთა მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლითა და 6 საგოლე პასით ისახელა თავი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115407