ფეხბურთი

18:10 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელების სამეული – ფერგიუსონი, ჰაინკესი, კლოპი

სერ ალექს ფერგიუსონი, იუპ ჰაინკესი და იურგენ კლოპი – მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის ეს 3 სპეციალისტი იბრძოლებს.

2013 წელი სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერაში უკანასკნელი იყო. ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგის ტიტულით დაემშვიდობა.

იუპ ჰაინკესმა “ბაიერნს” სამივე შესაძლო ტიტული მოაგებინა, რის შემდეგაც, ფერგიუსონის მსგავსად, მანაც პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.

სამეულში შემავალი ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ახლაც მუშაობს, იურგენ კლოპია. გასულ სეზონში, მან “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო ივლისში გუნდს გერმანიის სუპერთასი მოაგებინა.

2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობას 2014 წლის 13 იანვარს გავიგებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109751