ფეხბურთი

20:48 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ ვარანი ისურვა

მადრიდულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” “რეალის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის შეძენითაა დაინტერესებული.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ 21 წლის უკანახაზელის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ვარანმა “რეალში” სწორედ მოურინიოს მუშაობის დროს გაიბრწყინა.

ივარაუდება, რომ “ჩელსი” “რეალთან” მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდაზეა თანახმა ლონდონური კლუბი.

ვარანი “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს. მადრიდული გუნდის მაისურით მან 68 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127392