ფეხბურთი

22:17 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “მინდა, მაგათმა “ფულემის” გადარჩენა მოახერხოს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდის მიერ ახლახანს ძლეულ “ფულემს” პრემიერლიგიდან გავარდნისგან ფელიქს მაგათი იხსნის.

“მიმაჩნია, რომ ფელიქს მაგათი დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელსაც სერიოზული გამოწვევების არ ეშინია. ის ყოველთვის მსგავს სიტუაციაშია.

მესმის, რამდენად რთულია გუნდში სეზონის შუაში მისვლა. მინდა, რომ მაგათმა “ფულემის” გადარჩენა მოახერხოს. მისი გუნდი, სავარაუდოდ, ბოლომდე იბრძოლებს და არცთუ ცოტა ქულას აიღებს.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.

პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ, “ფულემი”, 21 ქულით, ბოლო ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125899