ფეხბურთი

19:28 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოტასა და მოურას “ბარსელონასთან” თამაში კვლავ საეჭვოა

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ფეხბურთელების, ტიაგუ მოტასა და ლუკას მოურას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ცოტა ხნის წინათ, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მოტა გამოჯანმრთელდა და იგი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ითამაშებდა, მაგრამ თუ L’Equipe-ს დავუჯერებთ, 30 წლის ნახევარმცველის “ბარსელონასთან” შეხვედრაში გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია.

ლუკას მოურამ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში გამოტოვა და მართალია, ანჩელოტი მის “ბარსელონასთან” დაბრუნებას ელის, მაგრამ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაა. თუმცა, თამაშის შანსი მოურას მოტაზე მეტი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134755