ფეხბურთი

21:10 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” მოუტინიოსა და როდრიგესის ტრანსფერი დაადასტურა

ჯერ კიდევ საფრანგეთის ლიგა ორში მოთამაშე “მონაკომ” “პორტუს” ფეხბურთელების, ჟოაუ მოუტინიოსა და ჯეიმს როდრიგესის ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ პორტუგალიის ჩემპიონი გუნდის 26 წლის ნახევარმცველი და 21 წლის თავდამსხმელი კარიერას “მონაკოში” განაგრძობდნენ, “პორტუ” კი, მათ სანაცვლოდ, 70 მილიონ ევროს მიიღებდა. ფინანსური დეტალები არა, მაგრამ გარიგების არსებობა ფრანგულმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პორტუგალიელმა მოუტინიომ და კოლუმბიელმა როდრიგესმა კლუბს თავიანთი მომავალი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაუკავშირეს.

ჟოაუ მოუტინიო “პორტუში” 2010 წელს, მშობლიური “სპორტინგიდან” გადავიდა. 2012-13 წლების სეზონში, კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 თამაშში მან თავი 3 გოლითა და 14 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ასევე 2010 წლიდან თამაშობდა “პორტუში” ჯეიმს როდრიგესიც. 2012-13 წლების სეზონში, მან 30-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113087